Главная > კვირის თემა / ქალი და სამყარო > გადაცემა -კვირის თემა ,,სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი მექანიზმები და შრომის კოდექსი გენდერულ ჭრილში"

გადაცემა -კვირის თემა ,,სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი მექანიზმები და შრომის კოდექსი გენდერულ ჭრილში"


26-02-2021, 16:49. Разместил: mariko

გადაცემის თემაა: ,,სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი მექანიზმები და შრომის კოდექსი გენდერულ ჭრილში"
გადაცემაში ყურადღება ეთმობა ყველა იმ საკითხს, რომელიც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გარშემო არსებული პრობლემატური საკითხების პრევენციულ ღონისძიებებს ეხება , ასევე სამუშაო ადგილზე შიდა რეგულირების მექანიზმების არსებობის მნიშვნელობაზე, დამსაქმებელთა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე .

ამასთან ვსაუბრობთ ზოგადად, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ მედიის გამოკვეთილ როლზე. გადაცემის სტუმრები არიან: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პრეზიდენტი- მარინე ბჟალავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იურისტი- ფიქრია ყაველაშვილი და ალიქ მედიის ხელმძღვანელი -ლიზა ტოროსიანი


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад