Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის” მაია გავაშელთან ერთად

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის” მაია გავაშელთან ერთად


23-08-2022, 12:09. Разместил: maia

გადაცემის თემაა ქალ მეწარეთა სტატისტიკა. ბიზნესის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში ქალთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება სამეწარმეო სფერო, რომელშიც დამსაქმებელი ქალების წილი მამაკაცებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ქალ მეწარმეებს მამაკაცებთან შედარებით შეზღუდული წვდომა აქვთ ფინანსურ რესურსებზე,მათ შორის ბიზნესსა და სამეწარმეო სესხებზე.

 

ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ინფორმაციით კი ქალებს არა თუ ფინანსურ, არამედ ინფორმაციულ რესურსებზე წვდომაც შეზღუდული აქვთ.

 

გადაცემის სტუმრები იყვნენ: სენის სოფლის მეურნეობის ოფიცერი სოფო ბაბალაშვილი, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზაზა ბურჯალიანი და ქალაქ ბოლნისის მერიის ქალთა ოთახის კოორდინატორი თინათინ ფრუიძე.



Вернуться назад