Главная > კვირის თემა > ⭕️ეთერშია გადაცემა ,,კვირის თემა“ მარიკო წიქორიძესთან ერთად

⭕️ეთერშია გადაცემა ,,კვირის თემა“ მარიკო წიქორიძესთან ერთად


19-05-2022, 21:22. Разместил: maia

⭕️ამინდი ატმოსფეროს მუდმივად ცვალებადი მდგომარეობაა დროის მცირე მონაკვეთში, კლიმატი კი ამინდის გრძელვადიანი, საშუალო მაჩვენებელია.


⭕️კლიმატის ცვლილებაზე საუბარი რამდენიმე წელია დაიწყო და მის გავლენაზე მსჯელობა რამდენიმე ათეული წლის მონაცემით შეიძლება , არადა ამინდი იცვლება ერთი დღის განმავლობაში და მასზე გავლენას სხვა ფაქტორებთან ერთად სოფლის მეურნეობაც ახდენს


⭕️ევროკავშირის ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც ელკანამ ჩაატარა, საქართველოში არსებული 800 000-მდე მეურნეობის 98% საოჯახო მეურნეობაზე მოდის, შესაბამისად საქართველოში ძალიან მაღალია შინმოწეული სურსათის მოხმარება:


✅სოფლებში - 53%, მცირე ქალაქებში - 25%, მთაში საშუალოდ - 51%, ბარში - 31% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი სოფლად დაახლოებით 1/3-ით მაღალია ქალაქის ანალოგიურ მაჩვენებელზე, თუმცა სოფლად სურსათზე ხელმისაწვდომობა უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში, ასევე სოფლად მიწის სიმცირე უფრო სიღარიბის განმაპირობებელი ფაქტორია, ვიდრე სურსათის ნაკლებობისა.


⭕️დღვანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ერთდრულად შევეხებით მცირე და დიდ მეურნეობებს , რა მდგობარეობაა ამ მხრივ ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა პრობლემების ან გამოწვევების წინაშე დგანან ქალი მეწარმეები.


⭕️ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მეღვინე, კომპანია ,,ძმების მარნის” დამფუძნებელი ბოლნისში გურამ ავქოფაშვილი, მცირე მეწარმე ქალბატონი ია ქვარცხავა და ასევე მეღვინე სოფო ბარტყულაშვილი




მასალა მომზადებულია პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით.

 


Вернуться назад