Главная > კვირის თემა > გადაცემა ,,კვირის თემა" მარიკო წიქორიძესთან ერთად

გადაცემა ,,კვირის თემა" მარიკო წიქორიძესთან ერთად


13-12-2021, 17:22. Разместил: qristine

მსოფლიო კოვიდ 19 ის მეოთხე ტალღას ებრძვის , როცა ევროპის ქვეყნების ერთმა ნაწილმა შეძლო გამკლავებოდა პანდემიას საქართველო მეხუთე ტალღის მოლოდინშია, დაბალი იმუნიზაციის მაჩვენებლითა და მაღალი სიკვდილიანობით.

ქვემო ქართლი კი ის რეგიონია, რომელმაც კოვიდის პირველი დარტყმა გამოცადა, სწორედ ამიტომ რა თქმა უნდა ყველა რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთან მნიშვნელოვანი და უმთავრესია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს კოვიდ 19 -ის შესახებ ინფორმაციის სწორად გავრცელებას, ხოლო მეორეს მხრივ ასევე მაღალი სანდოობით იმუშავებს ცალკეულ თემებთან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ბარიერების გადალახვაზე.

დღვანდელ გადაცემაში სწორედ ასეთ პროექტზე უნდა ვისაუბროთ. პროექტი "ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად " UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ოთხ რეგიონში და მას .ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“. ახორციელებს


გადაცემის სტუმრები არიან პროექტის"ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად ". კოორდინატორი ნანა გოგოხია და გარდაბნის საკრებულოს წევრი გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე.



Вернуться назад