გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის” მაია გავაშელთან ერთად.

ნანახია: 147
სრული ინფორმაცია

გადაცემის თემაა: მეწარმე ქალთა უფლებრივი მდგომარეობა. 


საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია მათ შორის, ნახევარზე მეტი ეკონომიკურად აქტიურია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. 


მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ უფრო მეტი ქალი ხდება მეწარმე, ხშირად მათ წინაშე ისეთი გამოწვევები ჩნდება, რომელთა დაძლევის ამოცანა საპირისპირო სქესის მეწარმეების დღის წესრიგში არ დგას. 


გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში წარმტების მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. 


გადაცემის სტუმრები არიან: სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვ ქართლში მარი გვიდიანი და კავშირი „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი”, უფლებადამცველი ნონა სამხარაძე



მასალა მომზადებულია პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."