⭕️გადაცემა ,,კვირის თემა" მარიკო წიქორიძესთან ერთად.

ნანახია: 512
სრული ინფორმაცია

⭕️ვსაუბრობთ აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილებაზე.


⭕️2010 წლიდან სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით 2004 წლის შემდეგ , რამდენჯერმე შეიცვალა. 4 ცვლილების ერთ-ერთი გაცხადებული ეკონომიკური მოტივაცია ისიც იყო, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა და ამან საქართველოში, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში, ინფლაციის იმპორტი გამოიწვია.


⭕️IDFI -ის 2014 წლის თემატური ანგარისის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50 %-ია დასაქმებული,მათ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 9-10 % წილი შეაქვთ, ხოლო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ საწარმოთა წილი მთლიან მშპ-ში დაახლოებით 4% შეადგენს. სწორედ ამიტომ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს სხვადასხვა პროექტებით დარგის გამოცოცხლებას, თუმცა ჯერ-ჯერობით - დახარჯული მილიონების მიღმა მხოლოდ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე ჩანს , ადამიანები კი თავად ცდილობენ საკუთარი ფერმერული მეურნეობების შექმნას.


⭕️ამ ფონზე მგონი არცაა გასაკვირი რომ სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნის ნაკლებობა კვლავ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება, რომელსაც ქართველი მწარმოებლები და განსაკუთრებით ქალი მეწარმეები განიცდიან .


⭕️დღვანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ერთდრულად შევეხებით კლიმატის ცვლილებასაც, სოფლის მეურნეობასაც, ქალ მეწარმეებსაც და იმ გამოწვევბსაც, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვისაუბრებთ სასათბურე მეურნეობებზე და თანამედრო ტექნოლოგიების დანერგვაზე


⭕️ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ორგანიზაცია CENN-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ოფიცერი სანდრო გუჯაბიძე, მეწარმე ქალბატონი მარიამ ქველაძე და ასევე მეწარმე სასათბურე მეურნობის მქონე ქალბატონი ნაირა ნოროიანი.




მასალა მომზადებულია პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."