გადაცემა ,,კვირის თემა“, მარიკო წიქორიძესთან ერთად- კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა

ნანახია: 663
სრული ინფორმაცია

ეთერშია გადაცემა ,,კვირის თემა“, მე მარიკო წიქორიძე ვარ და შემდეგი 30 წუთის განმავლობაში ეთერში ვიქნებით ჩვენს სტუმრებთან ერთად .
მსოფლიოში ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობენ კლიმატის ცვლილებაზე და მის პარალელურად განიხილავენ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების წარმოქმნას.

ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა სოფლის მეურნეობა -ის ამ მოცემულობის ანთროპოგენული ფაქტორია, როცა ადამიანის ერთ-ერთი საქმიანობა ცვლის კლიმატს - თუმცა ამავე დროს, ამ ცვლილების მიმართ ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკური დარგიცაა .

კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ჩვენს რეალობაშიც ის ითვლება რეგიონის სოფლის მეურნეობის მთავარ პრობლემად. განსაკუთრებით ისეთი რეგიონისთვის, როგორიც არის ქვემო ქართლი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

დდღვანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ერთდრულად შევეხებით კლიმატის ცვლილებასაც, სოფლის მეურნეობასაც, ქალ მეწარმეებსაც და იმ გამოწვევბსაც, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვისაუბრებთ პროექტზე, რომელსაც ორგანიზაცია ქალი და სამყარო ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და შევეხებით პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად “ მთავარ მიზნებს.

ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯიმშერ კოშაძე, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი ქალბატონი მარინა ბჟალავა და წარმატებული მეწარმე ქალბატონი მაია კეკელიშვილი



მასალა მომზადებულია პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."