Главная > --- > მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა

მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა


9-02-2021, 17:17. Разместил: mariko

მოსწავლეების ნაწილისთვის, სკოლებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

როგორც განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირბადის ტარება სავალდებულო ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ იქნება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პირბადე მოსაწავლეებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.


Вернуться назад