Главная > მსოფლიო > უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 484 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 484 ბავშვი დაიღუპა


1-06-2023, 16:45. Разместил: mariko

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სულ მცირე 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა.

„გენერალური პროკურატურა აწვდის პროცედურულ მითითებებს ომთან დაკავშირებით ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ 2900-ზე მეტ დანაშაულზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე, მათ შორის: მკვლელობასა და დაზიანებაზე, სექსუალური ძალადობაზე, ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებზე, დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებასა და გატაცებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაზიანდა 2500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 256 მთლიანად განადგურდა.

„რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განხორციელდა. მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული“, - აცხადებენ უწყებაში და განმარტავენ, რომ რეალური რიცხვი შეიძლება უფრო დიდი იყოს.


Вернуться назад