Главная > მსოფლიო > რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს ასამდე რაკეტა გაისროლ

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს ასამდე რაკეტა გაისროლ


15-11-2022, 20:59. Разместил: mariko

15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა ასამდე რაკეტა გაისროლეს უკრაინის მიმართულებით, რითაც გადააჭარბეს 10 ოქტომბრის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაში 84 რაკეტა გაისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

„საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ეს არის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი სამიზნეა. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ შენობებსაც მოხვდა", - განაცხადა იგნატმა.

სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ყველა რეგიონში. ამის შესახებ „უკრენერგოს“ Telegram-ის შეტყობინებაშია ნათქვამი.

„რაშისტები" კვლავ ცდილობენ ქვეყანაში განათების გამორთვას. ახალი მასშტაბური სარაკეტო შეტევის დროს დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება, ზარალის სრულ ხარისხს ჯერ ვერ დავასახელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.


Вернуться назад