Главная > მსოფლიო > ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ასევე ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც

ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ასევე ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც


12-10-2022, 20:32. Разместил: mariko

უკრაინა და მოლდოვა ახლა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან, დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ასევე ვაღიარებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ცვლილებების ქარი კვლავ უბერავს ევროპაში“.

„ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია, ან როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლებმა ბერლინის კედელი დაანგრიეს.

რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაა მათ ყველანაირად დავუჭიროთ მხარი. ეს არის ევროპის მომენტი და ჩვენზეა დამოკიდებული, რომ გამოვიყენოთ ეს მომენტი”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.


Вернуться назад