Главная > მსოფლიო > აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო20-05-2022, 11:29. Разместил: mariko |
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის ნებართვა გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს. აღნიშნული დახმარების ჩათვლით, შეერთებული შტატებმა 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო. ამასთან, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. Вернуться назад |