„ევროპის სახალხო პარტია"საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

ნანახია: 381
სრული ინფორმაცია

„ევროპის სახალხო პარტია" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებული ვართ, გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."