Главная > სპორტი > სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან დაიწყებენ

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან დაიწყებენ


14-03-2021, 15:25. Разместил: mariko

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ.

ხვალიდან, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება. განახლდება სასკოლო წრეები.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.


Вернуться назад