Главная > საზოგადოება > ბოლნისის ქალთა რადიომ WW მაუწყებლობა დაიწყო

ბოლნისის ქალთა რადიომ WW მაუწყებლობა დაიწყო


24-01-2021, 15:01. Разместил: mariko
ქალთა რადიომ WW დღეს პირველი ეთერი გადაცემით ,,ამბები დილიდან" გახსნა . გადაცემის სტუმრებმა ახალი რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქალთა რადიოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება.

დღესვე პირდაპირ ეთერში პირველი გადაცემით ,,პროაქტივი" გავიდა რადიო WW-ს ახალგაზრდული გუნდი, თემით დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გადაცემის პირველი სტუმრები იყვნენე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი დინარა პირველი და ქალაქ ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი ლიკა იასაღაშვილი. 

რადიო ვივის ახალგაზრდული გუნდი 10- მდე მოხალისე ჟურნალისტითაა დაკომპლექტებული, თითოეულმა მათგანმა ეთერში გასვლამდე 6 თვიანი მოსამზადებელი  კურსი გაიარა.

რადიო WW პირველ ეტაპზე ხუთამდე საავტორო გადაცემიტ გავა ეთერში. 

ბოლნისის სათემო ,,ქალთა რადიო WW” ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” დააფუძნა 2019 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა რადიო WW - ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

ბოლნისის ქალთა რადიომ WW მაუწყებლობა დაიწყო








Вернуться назад