Главная > საზოგადოება > 1000 მშობლის მარში მარნეულში

1000 მშობლის მარში მარნეულში


8-03-2021, 23:17. Разместил: mariko

დღეს, 8 მარტს, მარნეულის იუსტიციის სახლის მიმდებარედ აქცია „1000 მშობლის მარში“ გაიმართა.

აქციას მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები, მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქცია ქალთა მოძრაობის კამპანიის „პროტესტის 100 დღის“ ფარგლებში გაიმართა.

კამპანიის მთავარი მოთხოვნებია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლის ცვლილება, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

სქესობრივი ძალადობის ამოცნობისა და მისგან თავის დაცვის მიზნით ბავშვებისათვის ფორმალური განათლების მიცემა;

ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა და 14 წლის ნინიას საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

ფოტო: რადიო მარნეული


Вернуться назад