Главная > საზოგადოება > სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება

სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება


11-02-2021, 21:26. Разместил: mariko

სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

მისი თქმით, განჩინების ტექსტის დასრულებას დღეს ვერ ასწრებენ, რადგან "სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები" გავიდა. თუმცა სხდომის შემდეგ ჯაღმაიძემ თავად აღნიშნა, რომ საკითხების სიმრავლის მიუხედავად სინოდმა გადაწყვეტილებები მოკლე დროში მიიღო და განჩინება რამდენიმე საათში გავრცელდებოდა.

სასულიერო პირების განცხადებით, სინოდზე 10-მდე საკითხი განიხილეს, მათ შორის, გარეჯი, ვაქცინაცია და "ეკლესიაზე შეტევა".

სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება


Вернуться назад