Главная > საზოგადოება / ქალი და სამყარო > საქართველოში სამიდან ორი ქალი, ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.

საქართველოში სამიდან ორი ქალი, ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს.


10-02-2021, 13:36. Разместил: mariko

საქართველოში დაახლოებით, სამიდან ორი ქალი, ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ამის შესახებ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

 

კვლევის მიხედვით, ამ მოსაზრებას ეთანხმება ყოველი მეორე კაცი.

ამასთან, ქალთა მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს ქალი რესპონდენტების 65 პროცენტი, მაგრამ ამ აზრზე კაცი რესპონდენტების 47 პროცენტია.

 

საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ამ აზრს ქალების მხოლოდ 25 პროცენტი იზიარებს.

 

შეხედულება ქალების მიმართ ძალადობის ფართოდ გავრცელების შესახებ, შესაძლოა, რეალური ვითარების არასათანადოდ შეფასებით ან ქალების მიმართ ძალადობის სახლის გარეთ, საჯარო სივრცეში ჩადენით იყოს გამოწვეული.

წყარო: PrimeTime


Вернуться назад