Главная > საზოგადოება / ქალი და სამყარო > მამაკაცების 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა – გაეროს კვლევა

მამაკაცების 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა – გაეროს კვლევა


10-02-2021, 13:29. Разместил: mariko

გაერო ახალ კვლევას აქვეყნებს სახელწოდებით „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“.

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა პირადი საქმეა.

ამასთან, პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია.

 

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, ხოლო, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია;

 

კვლევის თანახმად, კაცების 60 და ქალების 30 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ კარგი ქალი ქმრის გადაწყვეტილებას არასოდეს აქცევს მსჯელობის საგნად, თუნდაც არ ეთანხმებოდეს.

 

კვლევაში 2408 რესპონდენტი იღებდა მონაწილეობას.

წყარო: PrimeTime


Вернуться назад