Главная > საზოგადოება > ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს

ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს


9-02-2021, 17:37. Разместил: mariko

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ახლად გამოჩეკილ ლიდერს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მელია კანონს არ შეასრულებს, მკაცრად დაისჯება. ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

“ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება! ყველას მოვუწოდებ, ეს იქნება პროკურატურა, სასამართლო თუ პარლამენტი, ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობა იგივეა, რომ “ფაშისტურ პარტიასთან პარტნიორობდე და ებრაელი ერის გენოციდზე საუბრობდე”. “შეუძლებელია ამათთან ერთად პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. ეს ადამიანები არ იცვლებიან”,- განაცხადა ყაველაშვილმა.


Вернуться назад