Главная > საზოგადოება / კრიმინალი > ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!

ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!


24-11-2022, 23:15. Разместил: mariko

თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება.

გიორგი გხარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება.

„რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…

ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა”, - წერს გიორგი გახარია.

ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.


Вернуться назад