Главная > საზოგადოება / გარემოს დაცვა > CENN სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალ პროექტს იწყებს

CENN სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ახალ პროექტს იწყებს


21-03-2022, 18:22. Разместил: mariko
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი, ოთხწლიან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს.

პროექტის კონსორციუმის წევრები არიან ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტის მერიების წარმომადგენლობები.
მსოფლიოში შექმნილმა კრიზისებმა – კოვიდ-19 პანდემიამ და ბოლო დროს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლი კრიზისების მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

🔵 სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:

🔴 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
🔴 მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
🔴 ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გასაუმჯობესების მიზნით.

 პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://cutt.ly/qSWbEJb

Вернуться назад