Главная > საზოგადოება > დღეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

დღეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.


27-01-2021, 23:45. Разместил: mariko

დღეს საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, ადვოკატები არაერთი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. მათ შორის, მტკიცებულებების დაუშვებლობაზე, ასევე, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასა და მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება.


Вернуться назад