Главная > საზოგადოება > ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავს, ეკლესიამ რომ დაუძახოს საზოგადოებას, ასე ცოტა გამოვა?"- მეუფე იაკობი

ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავს, ეკლესიამ რომ დაუძახოს საზოგადოებას, ასე ცოტა გამოვა?"- მეუფე იაკობი


27-01-2021, 19:30. Разместил: mariko

,,თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან და თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა! იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, - ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან.


Вернуться назад