IRI: გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე კი თბილისის მერი კახა კალაძეა.

ნანახია: 399
სრული ინფორმაცია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე კი თბილისის მერი კახა კალაძეა.

კერძოდ, რესპოდენტთა 88%-ი აცხადებს, რომ პატრიარქი ძალიან მოსწონს, 7%- ს ის არ მოსწონს, 1% ამბობს, რომ არასდროს სმენია მისი სახელი და 5% აცხადებს, რომ პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება კახა კალაძეს, ის გამოკითხულთა 58%-ს ძალიან მოსწონს, 37%-ს არ მოსწონს, 1% აცხადებს, რომ მისი სახელი არასდროს სმენია, 4%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რეიტინის მესამე ადგილს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია იკავებს, ის გამოკითხულთა 56%-ს ძალიან მოსწონს, 39%-ს გახარია არ მოსწონს, 1%-ს კი მასზე არაფერი სმენია.

ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით მოსაწონი პერსონა აღმოჩნდა გამოკითხულთა 40%-ისთვის, 54%-ს კი ის არ მოსწონს, 2%-ს მისი სახელი არ სმენია.

რეიტინგის მეხუთე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იკავებს, ის 39%-ს ძალიან მოსწონს, 54%-ს არ მოსწონს, ნიკა მელიას სახელი არასდროს სმენია გამოკითხულთა 1%-ს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი განსაკუთრებით მოსწონს გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-ს, 49%-ს ის არ მოსწონს, 4%-ს კი მასზე არაფერი სმენია.

რეიტინგში მეშვიდე ადგილს ანა დოლიძე იკავებს, ის კვლევაში მონაწილეთა 34%-ს მოსწონს,46%-ს კი არ მოსწონს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოკითხულთა 31%-ის მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, რეიტინგის მერვე ადგილი დაიკავა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც პრეზიდენტი არ მოსწონთ, 65%-ს შეადგენს.

გამოკითხულთა 30 -30%-ის მოწონება აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. აღსანიშნავია, რომ ვაშაძე გამოკითხულთა 60%-ს, კობახიძე კი 62%-ს არ მოსწონს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."