წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. (+video)

ნანახია: 473
სრული ინფორმაცია

წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პარაკლისს აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონიალს ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში მონაწილეობას იღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში გუშინ სწორედ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."