დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა

ნანახია: 488
სრული ინფორმაცია

დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, კონფლიქტის გაღვივება და გაგრძელება არ უნდა მოხდეს.

„სასულიერო პირების, სახელმწიფო წარმომადგენლების, თვითონ მოსახლეობის, ორივე მხარის ჩართულობით, შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს, შეურიგდნენ და ეს ძალიან სასიხარულო, მისასალმებელია.

მე, როგორც სასულიერო პირს ადგილობრივების მიმართ რჩევა მექნება, რომ შორეულ ახლობელს ახლო მეზობელი ყოველთვის ჯობია, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის მეზობლობას და როგორც დღეს იქნა შეხვედრაზე შეთანხმება, შერიგება მიღწეული, დაიცავენ, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება და დამთავრებულად ჩაითვლება ეს კონფლიქტი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი შორსმჭვრეტელი, ჭკვიანი ხალხია და ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ კონფლიქტი გაღვივდეს, გაგრძელდეს, ისინი შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან და ამას შეასრულებენ აუცილებლად. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა გვქონდეს, ხელი ჩავჭიდოთ და საქართველოს გაძლიერებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.


დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."