,,ჩინური სათბური" რაჭისუბანში- ახალგაზრდა ფერმერის ახალი წამოწყება

ნანახია: 786
სრული ინფორმაცია

ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა პანდემიის პერიოდში, სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე, საკუთარი სახსრებით, ე.წ „ჩინური სათბური“ ააშენა.
500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებულ მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“ მიხეილ რეხვიაშვილმა უკვე 2 ტონამდე პომიდვრის მოსავალი მიიღო. პროდუქციას ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

„ჩინური სათბური“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა.
 
„ მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობა ვცდილობთ, დამწყებ ფერმერებს გვერდში ყოველთვის დავუდგეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. მსურს მიხეილს, ამ შესანიშნავ საქმეში, დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მიხეილ რეხვიაშვილს მერმა ბოლნისში ახლად ამოქმედებული აგროცენტრის სერვისები შესთავაზა და ფერმერს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამების შესახებაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
როგორც ახალგაზრდა ფერმერმა აღნიშნა, ის მომავალში აგროცენტრის სერვისებით სარგებლობას გეგმავს.

,,ჩინური სათბური" რაჭისუბანში- ახალგაზრდა ფერმერის ახალი წამოწყება

წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."