სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვარი უნდა გაევლოს ისე, როგორც 1937-38 წლების რუკაზეა აღნიშნული.

ნანახია: 469
სრული ინფორმაცია

ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის განცხადებით, სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვარი უნდა გაევლოს ისე, როგორც 1937-38 წლების რუკაზეა აღნიშნული.

"საქართველოს საპატრიარქო და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილება და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანული, ქართული წარმოშობის შესახებ. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1956 წელს მოაწერა ორმა ქვეყანამ ხელი.

რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისათვის", — განაცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიასთან საუბრისას.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება. მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი. 
 
წყარო: On.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."