გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებს 17 142 131 ლარის ჯარიმა დაეკისრათ

ნანახია: 291
სრული ინფორმაცია

რუსები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ. ამის შესახებ BD-GROUP-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც Lente.ru ავრცელებს.

„საქართველოში საცხოვრისის ყველაზე აქტიური მყიდველების სიის სათავეში რუსეთის მოქალაქეები დგანან, რომლებიც, 2022 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნის ლიდერები გახდნენ,“ - წერენ BD-GROUP-ის ექსპერტები.

მათი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში რუსების წილმა 86,32% შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, ოდნავ, 0,16%-ით მეტია. საქართველოში საცხოვრებელი სახლების ყველაზე აქტიურ მყიდველთა სიაში მეორე ადგილი დსთ-ის ქვეყნების კლიენტებმა
დაიკავეს. მთლიან მოთხოვნებში მათი წილი 6,65%-ია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1,81%-ით ნაკლებია. ერთი წლის განმავლობაში დსთ-ის ქვეყნების კლიენტთა მოთხოვნების საერთო რაოდენობა 177%-მდე, თითქმის, გაორმაგდა.

BD-GROUP პირველ სამეულს ხურავს მყიდველებით აზიის ქვეყნებიდან, რომელთა მოთხოვნის წილმა 2022 წელს 5,41% შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 3,79%-იან დონეზე იყო. ექსპერტები განმარტავენ, რომ გასულ წელს საქართველოში ბინის შეძენის მიმართ ინტერესი ყველაზე მეტად აზიის მოქალაქეებში გაიზარდა. ასეთი კლიენტების მოთხოვნები წლის განმავლობაში 404%-ით, ანუ ხუთჯერ გაიზარდა.

BD-GROUP-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე გლობალური მოთხოვნა, 2021 წელთან შედარებით, 253,5%-ით გაიზარდა. ჯგუფის ექსპერტების შეფასებით, კლიენტები ამ ქვეყანას კომფორტული კლიმატის, ბიზნესის დაწყების მარტივი სისტემისა და უცხოელებისთვის სამუშაო შეზღუდვების არარსებობის გამო ირჩევენ. ექსპერტებმა ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის, რუსების გარდა, ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები გამოარჩიეს. მათი თქმით, ამ ქვეყნებში საქართველო, როგორც საინტერესო საინვესტიციო ბაზარი, აქტიურად არის რეკლამირებული.

BD-GROUP-ის დამფუძნებელი, დარია ბოროდინა აცხადებს, რომ „რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში, ხოლო ძირითადი მოთხოვნა ახალ შენობებზეა.“ ბოროდინას შეფასებით, „უცხოელებსა და რუსებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ისინი ერთდროულად რამდენიმე და უფრო მაღალი დონის ობიექტს ყიდულობენ.“

BD-GROUP-ის ექსპერტებმა 2 თებერვალს, ასევე, დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც მოაწყდნენ. ექსპერტების მონაცემებით, 2022 წელს თურქეთში მყოფი რუსების მხრიდან საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა, 2021 წელთან შედარებით, 4,5-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით 2022 წლის მეოთხე კვარტალში შესაბამისი მოთხოვნების რაოდენობა, მესამე კვარტალთან შედარებით, 77,1%-ით, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 788,7%-ით გაიზარდა. ყოველთვიური დინამიკის ფარგლებში, ყველაზე აქტიური თვე გასული წლის ოქტომბერი იყო, როცა მოთხოვნების რაოდენობამ საშუალოთვიურ შედეგს 160,3%-ით გადააჭარბა.

დარია ბოროდინას შეფასებით, თურქეთიდან საქართველოში რუსი კლიენტების ნაკადი იმიტომ გაიზარდა, რომ „თურქეთში მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის ობიექტებზე მაღალი ფასებია. ამასთან, ბევრი რეგიონი დაკეტილია, ხოლო კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი განსხვავებული რელიგიაა.“ მისი თქმით, საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები უფრო დაბალია. ამასთან, ქვეყანაში რუსებს შეუძლიათ, დღიური გაქირავებით დაკავდნენ, რისი შესაძლებლობაც თურქეთში არ არსებობს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."