ოპოზიციონერი დეპუტატები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ

ნანახია: 243
სრული ინფორმაცია

პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ.

ამ თემაზე განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელსაც უერთდებიან დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

“ჩვენ, ქალი დეპუტატები ვუერთდებით კამპანიას და მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია, რომ მრავაწლიანი მუშაობის შემდეგაც, შემაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ - გვაქვს ფემიციდის შემაძრწუნებელი შემთხვევები, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონონიკური ძალადობის ასობით შემთხვევა და ჯერ კიდევ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური რანგის დონეზე დაყენებული საკითხი ფემიციდთან ბრძოლის ნაწილში.

მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არაა საკმარისი. მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა.

მოვუწოდებთ მამაკაც პოლიტიკოსებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლიც იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე - 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა - გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ცივილიზებული, სამართლიანი და სათანადო განმარტება იყოს ამ დანაშაულის კანონში შემოტანილი. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."