გიული ალასანიას განცხადებით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს

ნანახია: 253
სრული ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, თუ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, თანახმა არ იქნება, რომ "ვივამედში" ჩაუტარდეს.

„თქვა იმ ადამიანმა ყველაფერი, რომ სასწრაფოდ არის საოპერაციო, გამოსაცვლელია ძვალი, ეს ყველაფერი თქვა და მივყვებით ამ გზას. მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ოპერაცია. არავითარ შემთხვევაში!"-აღნიშნავს გიული ალასანია.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, რასაც გაუსაძლისი ტკივილები ახლავს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."