HEKS-EPER - მა რეგიონული პროექტის ფარგლებში ტრენინგი დაასრულა

ნანახია: 119
სრული ინფორმაცია

ტრენინგი 18-დან 23 ივლისამდე ბაკურიანში მიმდინარეობდა და ის "თანასწორობის, დისკრიმინაციის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის და პოლიტიკის შეფასებას გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით ითვალისწინებდა, ადგილობრივი განვითარებისა და ბიუჯეტირების კონტექსტში"

ტრენინგი განხორციელდა პროექტის  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და აქტივისტთა ჯგუფების 60 წარმომადგენელი.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და უნარების გაუმჯობესებას თანასწორობის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის საკითხებში, ადგილობრივი პოლიტიკისა და ბიუჯეტირების შეფასების პროცესში გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა მონაწილეების გაძლიერებაზე ადვოკატირების კამპანიების განხორციელების სფეროში.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაეცნოთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესები და დაეგეგმათ აქტივობები მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობისა და ადვოკატირების მიმართულებით.

მონაწილეებმა, რომლებიც სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენენ, ტრენინგის დასასრულს, გამოთქვეს სურვილი და მზაობა ითანამშრომლონ და ერთობლივად იმუშაონ ახალ პროექტებზე,  რომლებიც  მათი მუნიციპალიტეტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF - სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."