საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

ნანახია: 357
სრული ინფორმაცია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი გამოხატავს საფრანგეთის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მეტ მხარდაჭერას შესთავაზებს ქვეყანას.


მათივე ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტის ბლოკირების საკითხს.


უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ბუჩას ეწვევა და სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობას, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს, გადასცემს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."