რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს, მაია რჩეულიშვილს კი საპატიმროს დატოვებაზე დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

ნანახია: 473
სრული ინფორმაცია

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 31 მარტს დატოვებს. მას აღნიშნულ დროს სასჯელი სრულად ექნება მოხდილი.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს კი „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის“ ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს - დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებული არიან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი. მისჯილი 7 წლიდან მაია რჩეულიშვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

წყარო: Ipn.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."