გაძვირებული ID ბარათი და პასპორტი

ნანახია: 492
სრული ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "განმარტავს" რატომ გაძვირდა ID ბარათი და პასპორტის საფასური. მისი თქმით, ეს ტარიფები 2011 წელს იყო დაწესებული და მას შემდეგ "გადახედვა გახდა საჭირო". ბრეგაძე ამბობს იმასაც, რომ თანხის ნაწილი თანამშრომლებისათვის ხელფასების გათანაბრებას მოხმარდება.


"შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში", — აცხადებს ბრეგაძე იმედის ეთერში.


იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის.


"მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი", — თქვა მან.


პირადობის აღება 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გახდა, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 150. იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.


წყარო: on.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."