27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

ნანახია: 504
სრული ინფორმაცია

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 27 იანვარი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების დღე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესდა.

2021 წელს ოსვენციმის გათავისუფლებიდან 76 წელი გადის. ჰოლოკოსტის მსხვერპლი 6 მილიონი ებრაელის მოსაგონებლად გაიმართება ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და აშშ-ს ლიდერები და ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანები.

ნაცისტური პროპაგანდისტული პლაკატი წარწერით "ჩვენი ბოლო იმედი - ჰიტლერი" 1932 წლის არჩევნების დროს მოსახლეობას მოუწოდებდა ხმა ჰიტლერისთვის მიეცათ.
 
1932 წლის არჩევნების პოსტერი ჰიტლერისა და ჰინდენბურგის გამოსახულებით და წარწერით "იბრძოლეთ ჩვენთან ერთად მშვიდობის და თანასწორი უფლებებისთვის"
 
1933 წელს ქალაქ დაჰაუს გარეუბანში გაიხსნა პირველი ნაცისტური საკონცნტრაციო ბანაკი. თავდაპირველად აქ პოლიტიკურ პატიმრებს გზავნიდნენ და იძულებითი შრომისათვის იყენებდნენ, მოგვიანებით დაჰაუ სიკვდილის ბანაკად იქცა, სადაც გადაჰყავდათ ებრაელები, პოლონელები, კომუნისტები, იეჰოვას მოწმეები, მღვდლები, ჰომოსექსუალები და სხვა "არასასურველი" ჯგუფების წარმომადგენლები. ჯამში მხოლოდ ამ ბანაკში 41 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

უფრო ვრცლად იხილეთ აქ


 წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."