Главная > სიახლეები / პოლიტიკა > გიგა ბოკერია: მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის

გიგა ბოკერია: მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის


29-10-2021, 13:00. Разместил: mariko

ეს არის სამართლებრივი აბსურდი და ამას თავი რომ დავანებოთ, მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერისგან მსგავსი დამოკიდებულება იმის დემონსტრირებაა, რომ „ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის“.

„ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე.


Вернуться назад