Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში


1-10-2021, 16:42. Разместил: mariko

მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „კლოუნი“.

„რაც შეეხება სააკაშვილს: 1. სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2. ეს ადამიანი არის „კლოუნი“, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს დადასტურდა მის მიერ. 3 ნეტავ ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, როგორი „კლოუნია“ მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია თამამად გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.


Вернуться назад