Главная > სიახლეები / ეკონომიკა > 3 ივლისს ბოლნისში ბოლნისური ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება {+ვიდეო}

3 ივლისს ბოლნისში ბოლნისური ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება {+ვიდეო}


1-07-2021, 14:21. Разместил: mariko

3 ივლისს ბოლნისი ერთი დღით ღვინოების დეგუსტაციის ქალაქად გადაიქცევა და ოქროსფერი ღვინოების დასაგემოვნებლად უამრავ სტუმარს შემოიკრებს.
ბოლნისური ღვინოების დეგუსტაციაზე ღვინოებს ბოლნისელი 30 მეღვინე წარმოადგენს, რომელთა უმრავლესობა OIVI- ხარისხის მფლობელია. 

ბოლნისური ღვინოების დეგუსტაციაზე მოხდება ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტის პრეზენტაციაც.

3 ივლისის ღონისძიებას სხვა უამრავ სტუმართან ერთად, ესტუმრება ღვინის სააგენტო და გერმანისს საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოში. ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით:,,ქართული ღვინო გერმანული აქცენტით" მხარდამჭერია კომპანია RMG პროექტით ,,ბოლნისი ოქროსფერი ღვინის ქალაქი", ხოლო ღონისძიების ორგანიზატორია ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანება ,,ბოლნისისღვინო".

,,ბოლნისის ღვინოებს განსაკუთრებული ისტორია და გემო აქვს , სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით ბოლნისური ღვინოები უკვე გამოირჩევა საკუთარი მაღალი ხარისხით, კველევებმა გვაჩვენა, რომ ხარისხის დონემ აიწია და დღეს ბოლნისში 30-მდე მარანი აწარმოებს ტრადიციულ ქართულ ღვინოებს. ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეგიონში, სადაც ღვინის ტრადიცია შეიძლება ითქვას, არ არსებობდა დღეს საუკეთესო ღვინის მწარმოებელია."- განაცხადა მეღვინეთა გაერთიანება ,,ბოლნისიღვინოს" თავმჯდომარე გურამ ავქოფაშვილმა.

[video=]


Вернуться назад