Главная > სიახლეები / პოლიტიკა > IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".
IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის".24-06-2021, 09:15. Разместил: mariko |
ტელეკომპანია „მთავარი“ IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის". სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია: "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5% "ევროპული საქართველო" - 3% "ლეიბორისტული პარტია" - 3% "პატრიოტთა ალიანსი" - 3% "ლელო საქართველოსთვის" - 2% "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2% "მოქალაქეები" - 2% "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1% "დროა" - 1% "გირჩი" - 1% "ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1% სხვა - 2% უარი პასუხზე - 11% "მთავარი არხის" ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია. Вернуться назад |