Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ


3-06-2021, 10:19. Разместил: mariko

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სენატორებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი დახვდა.

ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სოფელ ზემო ნიქოზს ეწვევიან.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.

წყარო: IPN


Вернуться назад