Главная > სიახლეები / საზოგადოება > კახი კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე

კახი კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე


26-03-2021, 22:30. Разместил: mariko

თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ არ ჩანს ბოლო დროს აქტიურად. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ”, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.


კახი კალაძე: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე

ფოტო: ქრონიკა+


Вернуться назад