Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,,დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- შარლ მიშელი

,,დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- შარლ მიშელი


22-03-2021, 22:30. Разместил: mariko

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი კომპრომისის მიღწევის დროა. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.


,,დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- შარლ მიშელი


Вернуться назад