Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,,არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, არის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს,", - კელი დეგნანი

,,არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, არის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს,", - კელი დეგნანი


5-03-2021, 21:21. Разместил: mariko

არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო და ასეთივე პოზიცია აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონგრესმენებსა და საქართველოს სხვა მეგობრებსაც.

„რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს სიტუაცია გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რთული საკითხებია. არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი.

ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშნელოვანი იყო მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობა და რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთების არის კონგრესმენებისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება და პოზიცია, დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დრო არის საჭირო საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამის სურვილს მე ვხედავ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.


Вернуться назад