Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,,ოპოზიციას ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა ", - არჩილ თალაკვაძე

,,ოპოზიციას ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა ", - არჩილ თალაკვაძე


25-02-2021, 14:12. Разместил: mariko

ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია.

„ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


Вернуться назад