Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,,მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია",- გია ვოლსკი

,,მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია",- გია ვოლსკი


23-02-2021, 00:45. Разместил: mariko

ხისტი იყო, მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია , - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა დაბალანსებულია.

„როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვამბობთ, რომ ხისტი იყო განცხადებები, მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია და დღესაც გვემუქრება იმით, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელსაც ისინი მიმართავენ.

მოლაპარაკებებზე რიტორიკული განცხადება არაფერს არ ნიშნავს. ფაქტია, რომ მოლაპარაკებების მხარდამჭერი არ არის ის მხარე, რომლებმაც, დღეს ასასინებს შეადარეს თავისი თავი. ამ თემაზე დავფიქრდეთ. დაბალანსებულია ის განცხადებები, რომელიც გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა“, - აცხადებს გია ვოლსკი.


Вернуться назад