Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ნიკა მელია ენმ-ს ოფისში შეკრებილებს მოუწოდებს სპეცრაზმს ტაშით და სიმღერით შეხვდენენ

ნიკა მელია ენმ-ს ოფისში შეკრებილებს მოუწოდებს სპეცრაზმს ტაშით და სიმღერით შეხვდენენ


22-02-2021, 23:30. Разместил: mariko

ნიკა მელია ენმ-ის ოფისში შეკრებილებს მოუწოდებს შესაძლო სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმს ტაში დაუკრას და სიმღერით უპასუხოს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ვინც ამის საპირისპიროდ მოიქცევა, სწორედ ის იქნება "შეგზავნილი" და მისი სწრაფი განეიტრალება მოხდება..

"ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მოვალ. ნიღბებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით. მე მინდა გთხოვოთ, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა და აქ მთელ მსოფლიოს დავანახოთ რომ მეორე მხარეს დგას მონა...ღარიბაშვილო, შენ ხარ მონა, ივანიშვილის და გავრილოვის", - მიმართა ენმ-ის ოფისში შეკრებილებს ნიკა მელია.

დღეს ენმ-მა გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს.


Вернуться назад