Главная > სიახლეები / განათლება / გარემოს დაცვა > შეაჩერე COVID-19 - .საინტერესო სიახლე სკოლებისათვის და ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილეთათვის

შეაჩერე COVID-19 - .საინტერესო სიახლე სკოლებისათვის და ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილეთათვის


22-02-2021, 23:17. Разместил: mariko
CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე სკოლებს სთავაზობთ კონკურსს - შეაჩერე COVID-19.

15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში ნაწილობრივ განახლდა.

განათლების სამინისტრომ საგანგებო რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა ზედმიწევნით დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საგაკვეთილო, ისე არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დროს.

გამოგვიგზავნე ვიდეო ან ნახატი/პოსტერი - თანდართული ტექსტური განმარტებით, რომელშიც აღწერთ, როგორ ახერხებთ COVID-19-ის პრევენციისა და საგანმანათლებლო თუ მოხალისეობრივი აქტივობების შეთავსებას.

✅ მთვარ აქცენტს ონალაინ ღონისძიებებზე აკეთებ?
✅ დავალებებს ინდივიდუალურად უნაწილებს მოსწავლეებს შეკრების თავიდან ასაცილებლად?
✅ იქნებ ბუნებრივ გარემოში მცირე მასშტაბისდა სუფთავების ან გამწვანების აქციის მოწყობას გეგმავ
სამედიცინო აღჭურვილობისა (სწორად მორგებული სამედიცინო ნიღაბი, სადეზინფექციო ხსნარი,
ხელთათმანი) და ფიზიკური დისტანციის დაცვით?
✅ შენი სტრატეგიაა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხისმგებელი პირების ყურადღბის მიპყრობა და
ადვოკატირების კამპანია? მოგვიყევი შენი გამოცდილებისა და ხედვების შესახებ.

საუკეთესო ვიდეოები და ნახატები განთავსდება CENN-ის სოციალურ გვერდზე და საიტზე Forestry.ge ; მათ მონაწილეობის სერტიფიკატებს გადავცემთ.
გამარჯვებულ ეკოკლუბს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტი, ყველა მონაწილეს - 🌿 30 „ნერგი“ 🌿.
ნამუშევრები (ფოტოს ან ვიდეოს ბმულის სახით) გამოგვიგზავნეთ forestry.ge-ს საშუალებით, სკოლის პროფილიდან; სათაურში მიუთითეთ კონკურსის სახელი - შეაჩერე COVID-19.

თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ როგორც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე სკოლა, ეს ბარიერს არ გიქმნის, დარეგისტრირება ახლაც შეგიძლია.

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა - 10 აპრილი, 2021 წელი, 18:00.

გისურვებთ წარმატებას და ველით საინტერესო ნამუშევრებს!

წყარო: CENN

Вернуться назад