Главная > სიახლეები / პოლიტიკა / მსოფლიო > ირაკლი კობახიძე მოლდოვის არჩევნებზე - ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა - დაველოდებით, როდის გამოვა, მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს
ირაკლი კობახიძე მოლდოვის არჩევნებზე - ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა - დაველოდებით, როდის გამოვა, მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს30-09-2025, 10:47. Разместил: mariko |
ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან. „ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. Вернуться назад |